უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილ უფროსს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეს

© photo: courtesy of Khatia Dekanoidzeხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილ უფროსსა და საქართველოს განათლების ექს-მინისტრს, ხატია დეკანოიძეს სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილ უფროსსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ექს-მინისტრს, ხატია დეკანოიძეს დაუბრუნა საქართველოს მოქალაქეობა მეორე მოქალაქეობის სახით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

დეკანოიძემ საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა. უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას იუსტიციის სამინისტროს ორმაგი მოქალაქეობისთვის მიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა 12 აპრილს მიიღო, მაგრამ ცნობილი ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა.

"გადაწყვეტილება ინდივიდუალურად არ მიღებულა… საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოიძეს ორმაგი მოქალაქეობა სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ მიანიჭა", — აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
ხატია დეკანოიძის შვილს პირობითი სასჯელი ელის

ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2007 წელს საქართველოს შსს-ს აკადემიის რექტორი გახდა. ამ თანამდებობაზე მან 2012 წლამდე იმუშავა. ამის შემდეგ გახდა განათლების მინისტრი, მაგრამ მალევე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერა საქართველოში დასრულდა.

დეკანოიძე შემდეგ უკრაინაში წავიდა, მიიღო ამ ქვეყნის მოქალაქეობა და 2015 წელს ეროვნულ პოლიციას ჩაუდგა სათავეში. ამ თანამდებობაზე 2016 წლის ნოემბრამდე იმუშავა. ამჟამად დეკანოიძე საქართველოშია და აქტიურად მონაწილეობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მუშაობაში.

ყველა ახალი ამბავი
0