საქართველოს ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გათავისუფლების მიზეზები ახსნა

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ქვეყნის ხელისუფლება საჯარო მოხელეების უკანონო გათავისუფლებაში დაადანაშაულა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2016 წლის დეკემბერში გაცხადებული ინიციატივის საფუძველზე საჯარო მოხელეების გათავისუფლების პროცესი, კადრების ოპტიმიზაციისა და საბიუჯეტო სახსრების შემცირების ფარგლებში, გამჭვირვალე იყო, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2 ათასზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტების ასოციაციამ“ (საია) ოთხშაბათს კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში რეორგანიზაციის პროცესსა და საბიუჯეტო სახსრების  შემცირებას ეხება. ანგარიშის თანახმად, სულ გათავისუფლდა 2,3 ათასი საჯარო მოსამსახურე. საიას აზრით, პროცესი გამჭვირვალე არ იყო და პარლამენტის ზედამხედველობის გარეშე არ ჩატარებულა. 

„ჩვენ რამდენიმე ადამიანს დავემშვიდობეთ, თუმცა, ჩვენ მათ 2-3 თვის ხელფასი გადავუხადეთ. მაგალითად, ჩვენ არ გვჭირდებოდა 40 ადამიანი (დეპარტამენტში — რედ.) საზოგადოებასთან ურთიერთობებისთვის და კიდევ უფრო მეტი ინჟინერი გვჭირდებოდა… პროცესი გამჭვირვალე იყო“, — განაცხადა ალავიძემ.

ამასთან, ანგარიშში საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ კონკრეტული საჯარო მოხელეების გათავისუფლების საკითხი მთავრობის სხდომაზე არ განხილულა და ეს ცალკეული მინისტრების ბრძანების საფუძველზე ხორციელდებოდა. გარდა ამისა, შსს-ს, განათლების, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროებმა საიას ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპტიმიზაცია და თანამშრომლების გათავისუფლება — ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელის პრეროგატივაა.  

„რაც შეეხება სამინისტროების ოპტიმიზაციას, კონკრეტულმა სამინისტროებმა ეს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე ჩაატარეს. თქვენთვის ცნობილია, რომ ხარჯვით ნაწილში მოხდა შემცირება. მაგალითად, მე სამინისტროში თანხის ეკონომია სხვა მიმართულებით გავაკეთე და არა ადამიანების გათავისუფლებით“, — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესს 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 31 იანვრამდე პერიოდში აკვირდებოდა. კვლევის თანახმად,  საქართველოს მთავრობამ 55,3 მლნ ლარის ეკონომიის გაკეთება შეძლო. 

გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა კი  5,3 მლნ ლარს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0