ექს-მინისტრი: ევროპის ენერგეტიკული კავშირი საქართველოს უფრო უსაფრთხოს გახდის

© photo: Sputnik / Besik Pipiaენგურჰესის კაშხალი
ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ კავშირთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რაც ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს დაახლოება ევროპის ენერგეტიკულ კავშირთან ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, განაცხადა "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში ქვეყნის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, კომპანია Trans Electrica Georgia-ს ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ.

საქართველოს პარლამენტმა კავშირთან შეერთების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება 21 აპრილს მოახდინა. დოკუმენტი, რომელსაც ენერგეტიკის ექს-მინისტრმა ილია ელოშვილმა ხელი სარაევოში 2016 წლის ოქტომბერში მოაწერა, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს.

EU4Energy-ის ოფისის გახსნა - Sputnik საქართველო
თბილისში ენერგეტიკის შესახებ ევროკავშირის პროგრამის ოფისი გაიხსნა

"რა თქმა უნდა, ეს ენერგოუსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. ის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზები, რაც ევროპაში არსებობს, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ამაღლებას. ესაა ელექტროენერგიის ხარისხიც, მომსახურების ხარისხიც, რასაც ენერგეტიკა გვთავაზობს, ესაა საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზრის განვითარებაც", — განაცხადა მირცხულავამ.

საუბარი იმაზე, რომ ამ შეთანხმების მიღებით საქართველო ევროპის ერთიანი ენერგოსისტემის ნაწილი გახდება, ნაადრევია, მიიჩნევს ექს-მინისტრი, თუმცა, ეს ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან მეტად დაახლოების შესაძლებლობას მისცემს.

"საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ადრეა იმაზე საუბარი, რომ ევროპის საერთო ენერგეტიკის ნაწილი გავხდებით. მაგრამ თავისი ნორმატიული ბაზით, ბაზრის განვითარებითა და მრავალი სხვა პარამეტრით საქართველოს ევროპულ ცივილიზაციასთან დაახლოება შეუძლია", — განაცხადა მან.

ელექტროქსელი - Sputnik საქართველო
საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებას შეუერთდა

რატიფიცირება დადებითად შეაფასა ევროპის ეკონომიკურმა კავშირმაც. ერთი კვირის წინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ენერგეტიკული თანამეგობრობა მიესალმება საქართველოს შეერთებასა და საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დაახლოების იდეის ერთგულებას ევროპის კავშირის ენერგეტიკული ბაზრის წესებთან".

შეთანხმების თანახმად, ევროპის ენერგეტიკულ კავშირთან შეერთებით საქართველო იღებს ვალდებულებას, დანერგოს ძირითადი რეგულაციები და წესები ელექტროქსელებისა და ბუნებრივი აირის, გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიების, ენერგოეფექტურობისა და სხვა მიმართულებებით.

ორგანიზაცია 2005 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ევროკავშირის ქვეყნების გარდა ორგანიზაციის წევრები არიან ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბეთი, კოსოვო, მონტენეგრო. ალბანეთი, უკრაინა, მაკედონია და მოლდოვა.

დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ თურქეთი, სომხეთი და ნორვეგია.

ყველა ახალი ამბავი
0