საქართველოში დასაქმების ფორუმი გაიმართება

გამოწერა
სხვადასხვა მიმართულების ქართული კომპანიები საკუთარ ვაკანსიებს წარმოადგენენ.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. დასაქმების ფორუმი, რომელზეც სააგენტო HR სამუშაოს მძებნელებს შესაბამისი ვაკანსიების პოვნაში დაეხმარება, თბილისსა და ბათუმში გაიმართება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" ორგანიზატორებმა.

თბილისში ღონისძიება სასტუმრო The Biltmore-ში 15 მაისს, ხოლო ბათუმში სასტუმრო Hilton-ში 19 მაისს გაიმართება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა დასაქმების საერთაშორისო პლატფორმა

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ორგანიზატორებს.

ფორუმი საქართველოში პირველად 2009 წელს ჩატარდა და ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საბანკო სექტორის, ფინანსური, მწარმოებელი, სავაჭრო და სამედიცინო კომპანიების, ასევე ტურიზმისა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლები.

დასაქმების ფორუმი ტარდება დასაქმების პორტალების СV და Career-ის მხარდაჭერით, ასევე სამედიცინო ვაკანსიების ვებ-გვერდის, სტუდენტებისთვის ვაკანსიების ვებ-გვერდის, სასტუმროს სფეროში ვაკანსიების ვებ-გვერდისა და კვების ინდუსტრიისა და ტენდერების ვებ-გვერდის მხარდაჭერით.

დასაქმების სააგენტო HR 2006 წელს შეიქმნა და მას შემდეგ კომპანიებს შესაბამისი კადრების, ხოლო სამუშაოს მძებნელებს — შესაბამისი ვაკანსიების მოძებნაში ეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0