საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა დასაქმების საერთაშორისო პლატფორმა

© Photo: Courtesy of Silicon Valley Tbilisiბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიახლის წყალობით ქვეყნის მოსახლეობისთვის დასაქმების დიდი შესაძლებლობები გაიხსნება.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მაღალტექნოლოგიურ ცენტრში „სილიკონის ველი – თბილისი“ გაიმართა შრომითი დასაქმების საერთაშორისო ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

ამით საქართველოს მოსახლეობისთვის დასაქმების უზარმაზარი შესაძლებლობები იხსნება — 10 მლნ სამუშაო ადგილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: პროფესიული განათლება - გზა დასაქმებისკენ

„ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (განთავსებულია „სილიკონის ველი – თბილისში“) უპრეცედენტო პროექტია… გადამზადების სპეციალური პროგრამების საშუალებით შესაძლებელია, ბენეფიციარებს ყოველდღიურად განახლებადი სამუშაო პოზიციები შევთავაზოთ“, — განუცხადეს Sputnik-ს ცენტრში.

საქართველოს კვალიფიციური კადრების წარდგენით დასაქმების საერთაშორისო ბირჟაზე თავისი რეიტინგის ამაღლება შეუძლია, რაც ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების გარეშე ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, აღნიშნეს ცენტრში.

„სილიკონის ველი – თბილისი“ თბილისში სექტემბერში გაიხსნა. მაღალტექნოლოგიური ცენტრი მოიცავს IT-აკადემიას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრსა და ტექნოლოგიურ ინკუბატორებს. აქ მოქმედებს სწავლების დუალური მოდელი, რაც სწავლასთან ერთად დასაქმებას გულისხმობს.

სწავლების ახალი სისტემის წყალობით მომავალი ქართველი დეველოპერები, პროგრამული ინჟინრები და მწარმოებლები შეძლებენ განავითარონ საკუთარი ბიზნეს-იდეები და გაიღრმაონ ტექნოლოგიური უნარები.

ყველა ახალი ამბავი
0