საქართველოს 2017 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 1,8 მილიონი უცხოელი ეწვია

© Sputnik / Alexander Imedashviliმშრალ ხიდზე გამოფენილი ნახატები
მშრალ ხიდზე გამოფენილი ნახატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს 2017 წლის ოთხ თვეში ეწვივნენ, 11,1%-ით გაიზარდა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს 2017 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით დაახლოებით 1,8 მლნ უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებზე 11,1%-ით მეტია, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ექსპო-ჯორჯია - Sputnik საქართველო
თბილისში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა

ვიზიტორების საერთო რაოდენობიდან ტურისტი იყო 736,3 ათასი ადამიანი, რაც 2016 წლის მონაცემებზე 26,9%-ით მეტია.

მხოლოდ აპრილში საქართველოში იმყოფებოდა 510,6 ათასი უცხოელი (+10,2%). აქედან ტურისტი იყო 222,6 ათასი ადამიანი (+29,7%), ტრანზიტული მოგზაური — 107,8 ათასზე მეტი (+0,3%).

2017 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა სომხეთიდან (+13,2%), აზერბაიჯანიდან (+7,1%), თურქეთიდან (-19,2%), რუსეთიდან (+16,5%), უკრაინიდან (+27,2%) და ირანიდან (+183,9%).

ასევე პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნებიდან — წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს ეწვია გერმანიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ლიტვიდან და ბულგარეთიდან; შუა აზიის ქვეყნებიდან — ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან; აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ლიდერობენ ბელორუსია და მოლდოვა.

ყველა ახალი ამბავი
0