როგორ უყვარდათ საქართველოში

© ეროვნული ბიბლიოთეკაკონსტანტინე და თამარ მაყაშვილები
კონსტანტინე და თამარ მაყაშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ ამ რუბრიკაში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების სასიყვარულო ბარათებიდან ამონარიდებს გთავაზობთ.

ისინი თბილისში გასული საუკუნის მიჯნაზე შეხვდნენ ერთმანეთს – პეტერბურგის უნივერსიტეტიდან ახლად დაბრუნებული იურისტი, შემდგომში ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი კოტე მაყაშვილი და ცნობილი ქართველი მწერლის ეკატერინე გაბაშვილის ასული თამარ გაბაშვილი. 

კოტე მაყაშვილის წერილი თამარ გაბაშვილს
კოტე მაყაშვილის წერილი თამარ გაბაშვილს - Sputnik საქართველო
კოტე მაყაშვილის წერილი თამარ გაბაშვილს

1902 წელს კოტე მაყაშვილსა და თამარ გაბაშვილს შეეძინათ პირველი ქალიშვილი, შემდგომში საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველ ჟანა დ’არკად წოდებული მარო მაყაშვილი, რომელიც 1921 წლის 19 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში პირველ მსხვერპლად იქცა კოჯორში სხვა ქართველ იუნკერებთან ერთად. 

კოტე მაყაშვილსა და თამარ გაბაშვილს კიდევ სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდათ — ნუნუ, ეკატერინე, შალვა და მარიამ (ნუგეშა) მაყაშვილები. 

კოტე მაყაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 1927 წელს გარდაიცვალა. მისი მეუღლე კი 1972 წელს. წყვილი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. 

 

 

საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის  სახელმწიფო მუზეუმი, ლიტერატურული კალენდარი 2013 წელი. 

მომზადა თამარ კაპანაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0