ქართველმა მშვილდოსანმა ქალებმა ევროპის გრან-პრიზე ოქროს მედლები მოიპოვეს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliქართველი მშვილდოსნები
ქართველი მშვილდოსნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მშვილდოსანმა ქალებმა ევროპის გრან-პრიზე ბრძოლა წარმატებით დაიწყეს და ფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა ხათუნა ნარიმანიძის, ქრისტინა ესებუას და ნანა მახარაძის შემადგენლობით პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში ევროპის გრან-პრის პირველ ეტაპზე ოქროს მედლები მოიპოვეს, ნათქვამია ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მშვილდოსნობა - Sputnik საქართველო
ქართველმა მშვილდოსნებმა რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს

ქართველმა სპორტსმენმა ქალებმა რუსეთის გუნდს მოუგეს ანგარიშით 6:0.

რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა ნაკრებს, შემაჯამებელ ოქმში მან მეოთხე ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში ქართველმა მშვილდოსანმა ვაჟებმა უკრაინის გუნდს დაუთმეს ანგარიშით 0:6, ხოლო მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ასეთივე ანგარიშით იტალიელებთან წააგეს.

ევროპის მშვილდოსნობის გრან-პრის მეორე ეტაპი ბუდაპეშტში 16-21 მაისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0