პრემიერი: თბილისის კონსერვატორია მსოფლიო მასშტაბის კულტურის კერაა

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც წელს იუბილე აქვს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კონსერვატორიის 100 წლის იუბილე მიულოცა და მუსიკოსებს ქართული მუსიკალური ხელოვნების მსოფლიოში აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

კონსერვატორიის დარბაზი - Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ასი წლის იუბილეს ფესტივალით აღნიშნავს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა.

„ამ 100 წლის განმავლობაში თბილისის კონსერვატორია არასოდეს ყოფილა უბრალოდ სამუსიკო განათლების ცენტრი, ის ყოველთვის იყო საერთაშორისო მასშტაბის კულტურული და საგანმანათლებლო კერა. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისის კონსერვატორიამ ბევრი გამოჩენილი მუსიკოსი აღუზარდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს არის ლოგიკური გამოხატულება იმ უმაღლესი რანგის პროფესიონალიზმის, რომელიც ახასიათებდა და ახასიათებს ამ საგანმანათლებლო კერას", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის კონსერვატორია რეგიონული მნიშვნელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელია. მან კონსერვატორიის რექტორს რეზო კიკნაძესა და მის მოადგილეს მანანა დოიჯაშვილს მადლობა გადაუხადა.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 100 წლის იუბილეს ფესტივალით აღნიშნავს, რომელიც კონსერვატორიის დიდ დარბაზში 1 მაისს დაიწყო. ფესტივალი მოიცავს 15 ღონისძიებას, რომლებიც ჩატარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

მრავალი წლის განმავლობაში თბილისის კონსერვატორია ევროპული ტიპის ერთადერთი მუსიკალური სკოლა იყო კავკასიის რეგიონში. სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი სასწავლებელმა 1924 წელს მიიღო, ხოლო დიდი ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელი 1947 წელს მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0