თბილისში კულინარიული კონკურსი გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliსადღესასწაულო სუფრა ქართული კერძებითა და ღვინით
სადღესასწაულო სუფრა ქართული კერძებითა და ღვინით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი მიზნად ისახავს ქართული აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობას, ასევე აშშ-სა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თავისუფალი უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია USAID-ს პროგრამა REAP-თან ერთად კულინარიულ კონკურსს უმასპინძლებს, რომელიც 5 მაისს გაიმართება.

როგორც „Sputnik საქართველოს" USAID/REAP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაკა ნოსელიძემ განუცხადა, ღონისძიება აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილეს ფარგლებში გაიმართება.

ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობას, ასევე აშშ-სა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერის დემონსტრირებას. 

ქართული სუფრა - Sputnik საქართველო
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„კულინარიული კონკურსი 5 მაისს გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ჩვენი დაფინანსებული აგრობიზნესების მიერ ნაწარმი პროდუქცია. ამ პროდუქციით მოამზადებენ კერძებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, USAID-ს მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე", — განაცხადა მაკა ნოსელიძემ.

მომზადებულ კერძებს კი შეაფასებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ცნობილი ქართველი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე და „ცოდნის ფონდის“ დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე.

მაკა ნოსელიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე საინტერესო და გემრიელი კერძის ავტორი სასიამოვნო პრიზებით დაჯილდოვდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონკურსზე გამოყენებულ ყველა პროდუქტს მიღებული აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რაც პროდუქციის ევროკავშირში გატანას შეუწყობს ხელს და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება DCFTA-სკენ (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება).

ყველა ახალი ამბავი
0