Sputnik-ის მკითხველთა უმრავლესობა საქართველოში საგზაო წესების გამკაცრებას ემხრობა

© Sputnik / Alexander Imedashviliმანქანა ტროტუარზე
მანქანა ტროტუარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 1 ივლისიდან საგზაო წესების დარღვევისთვის იმოქმედებს არა მხოლოდ ჯარიმები, არამედ ახალი წესი – მძღოლები დაკარგავენ ქულებს, რომლებიც მათ მართვის უფლების შენარჩუნების გარანტიას აძლევს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმეტესობა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქულების სისტემის დაწესების მომხრეა, ამაზე მეტყველებს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვა.

კითხვაზე „როგორ უყურებთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქულათა სისტემის შემოღებას?" მკითხველთა 75,9%-მა უპასუხა, რომ მიესალმება.

პატრული - Sputnik საქართველო
საქართველოში 1 ივლისიდან გზებზე კონტროლი მკაცრდება

ახალი წესების შემოღება არ მოსწონს მკითხველთა 13,8%-ს; სულ ერთია 6,9%-სთვის, ხოლო ახალი წესების შესახებ არაფერი იცის გამოკითხულთა 3,4%-მა.

21 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენის შემდეგ დაამტკიცა შესწორებები საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებისა და დამრღვევების მიმართ ახალი სანქციების შემოღების შესახებ. ახალი წესები 1 ივლისიდან ამოქმედდება.

სასჯელის გამკაცრება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში გახშირდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ქვეყანა გზებზე სიკვდილიანობის მაღალი რისკის მაჩვენებლებით პირველ ათეულში შევიდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ავტოავარიების შედეგად დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაშავდა.

შსს ვარაუდობს, რომ შესწორებების ამოქმედების შემდეგ მძღოლები უფრო ფრთხილად იმოძრავებენ და ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2016 წლის სამ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 5 035 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; აქედან 186 შემთხვევაში მძღოლი ნასვამი იყო. 2016 წელს სულ დაშავდა 7 325 ადამიანი, 409 — დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0