ქუთაისში ქალაქის დღეს „გვირილობა 2017"-ს აღნიშნავენ

© photo: Sputnikქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის დღის აღნიშვნის ტრადიცია ქუთაისში მე-19 საუკუნიდან არსებობს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ქუთაისი 2-3 მაისს ქალაქის დღეს — „გვირილობა 2017"-ს აღნიშნავს.

ნაბადი და ფაფახი ანანურის ციხესიმაგრის კედელზე - Sputnik საქართველო
რა მოსწონთ უცხოელებს ყველაზე მეტად საქართველოში — ტოპ–ათეული

ქალაქში ორი დღის განმავლობაში ჩატარდება საზეიმო ღონისძიებები — კონცერტები, გამოფენები, ფესტივალები, თეატრალური წარმოდგენები. მერიაში გაიმართება მიღება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 2 მაისს გაიმართება გალა-კონცერტი ცნობილი ქართველი საესტრადო და ფოლკლორული შემსრულებლების მონაწილეობით. მათ შორის არიან DJ Zapa, ჯგუფები „ურსა" და „რეზო და ბიჭები".

3 მაისს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონცერტს გამართავს კიშინიოვის ფოლკლორული ანსამბლი „რაფსოდია". ამავე დღეს სტუმრები ნახავენ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის „სავარძლის" პრემიერას.

ქალაქის დღის აღნიშვნა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატული თეატრის შენობაში დასრულდება გიტარისტ თემურ ყვითელაშვილის კონცერტით.

ქალაქის დღის აღნიშვნის ტრადიცია ქუთაისში მე-19 საუკუნიდან არსებობს და მას „გვირილობა" ეწოდება — ამ დღეს ქალაქის მცხოვრებნი ყიდდნენ ყვავილებს და ფულს ქველმოქმედებისთვის აგროვებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0