საქართველოს პროკურატურამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ძმისშვილი დაკითხა

© Sputnik / Levan Avlabreliპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაიკითხა დაახლოებით 70 ადამიანი, მათ შორის, სასულიერო პირებიც.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოწმის სტატუსით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი დაკითხა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება დაუმძიმდა

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს. დაკავებისას მამალაძეს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება წარუდგინეს.

„დაკითხვის შინაარსთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. მოგეხსენებათ, რომ გაუთქმელობის ვალდებულება მაკისრია. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, მეუფე დიმიტრი გასული კვირის განმავლობაში ამ საქმის მოწმის სტატუსით დაიკითხა", — განაცხადა ფანცულაიამ.

ამასთან ერთად, მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულია დაახლოებით 70 ადამიანი, მათ შორის, სასულიერო პირები.

პირველი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 5 მაისისთვის არის ჩანიშნული.

საკანი - Sputnik საქართველო
ციანიდის საქმე: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

რაც შეეხება მამალაძის დაკავების დეტალებს, იმ დროს, როდესაც დეკანოზი დააკავეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიაში მკურნალობის კურსს გადიოდა. იქვე იმყოფებოდნენ მასთან დაახლოებული პირები, მათ შორის თეთრუაშვილი.

თავდაპირველად დეკანოზს განზრახ მკვლელობის მომზადება ედებოდა ბრალად, თუმცა, პროკურატურამ მოგვიანებით ბრალი დაუმძიმა და მოხდა საქმის გადაკვალიფიცირება მუხლით „განზრახ მკვლელობის მომზადება დამამძიმებელ გარემოებებში ანგარებით ან შეკვეთით".

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, გამოძიების მონაცემებით, მამალაძეს თეთრუაშვილის მოკვლა იმის გამო სურდა, რომ ის მის კარიერულ ზრდას ხელს უშლიდა.

დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0