საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება

© FB / Giorgi Kvirikashvili"ჰაიდელბერგცემენტის" ქარხანა კასპში
ჰაიდელბერგცემენტის ქარხანა კასპში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ეკონომიკური ზრდა უკავშირდება ექსპორტის ზრდას, ასევე ქვეყანაში ტურისტების გაზრდილ რაოდენობას.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5% შეადგინა, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის მარტში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,3% შეადგინა. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის იანვარში შეადგინა 5,2%, ხოლო თებერვალში — 4,4%.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი 85% ით გაიზარდა

მიუხედავად იანვარსა და თებერვალში ეკონომიკური ზრდისა, ქვეყნის ეკონომიკის პოტენციური დონიდან გადახრა უარყოფითი რჩება, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ შიდა მოთხოვნა ჯერ კიდევ სუსტია მიუხედავად იმისა, რომ ის დაკრედიტების ზრდის ტემპებით არის მხარდაჭერილი.

საგარეო მოთხოვნის გაზრდის გამო 2017 წლის დასაწყისში საქონლის ექსპორტი იზრდება, ასევე იზრდება შემოსავლები ტურიზმიდან. გარდა ამისა, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი გადმორიცხვები, თუმცა, ეს მაჩვენებელი 2014 წლის დონესთან შედარებით მაინც დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ გარე ბაზრებზე ვითარების გაუმჯობესებამ ლარის გაცვლით კურსზე ზეწოლა შეამცირა, ინფლაციის პროგნოზული ზრდიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მარტში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 6,75%-მდე გაზარდა.

მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4%-ზეა დაგეგმილი. EBRD-ს პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2017 წელს 3,9%-ს მიაღწევს, რასაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი: საჭიროა საქართველოს საექსპორტო პოტენციალი გაძლიერდეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, თავის მხრივ, საქართველოში ვიზიტის შედეგების შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში მთავრობის მიერ შეთავაზებული რეფორმების პროგრამის წარმატებული განხორციელების შემთხვევაშია შესაძლებელი. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება კერძო ინვესტიციების, შრომის ნაყოფიერების ზრდისთვის და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს 4,5%-ს შეადგენს, 2018 წელს კი 5%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

2015 წელთან შედარებით, 2016 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2,2% შეადგინა.

© Sputnik / Maria Tsimintiaსაქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა
ყველა ახალი ამბავი
0