გიორგი კვირიკაშვილი: საჭიროა საქართველოს საექსპორტო პოტენციალი გაძლიერდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციისას სახელმწიფო პროგრამების გაფართოებაზე და მათი ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილი: საჭიროა საქართველოს საექსპორტო პოტენციალი გაძლიერდეს
„დღეს შეგვიძლია ვიამაყოთ შედეგებით, რომელიც გვაქვს ამ პროგრამის შედეგად. ეს პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას ადგილობრივი წარმოება, გაძლიერდეს ქართული პროდუქციის წარმოება“, განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრეზენტაციის დროს პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ  ბიზნესის გვერდში დგომა და ხელშეწყობა  სამოქმედო გეგმის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

ყველა ახალი ამბავი
0