მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული ავღანეთიდან საქართველიში დაბრუნდა

© facebook.com/mod.gov.geსაქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში 7 თვის განმავლობაში მსახურობდა. ასეულის მთავარი ამოცანა სამხედრო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ასევე ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ინფორმაციის თანახმად, ქართულ ქვედანაყოფთან ერთად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც დაბრუნდა. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და I ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში დაბრუნება მიულოცა. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ქართველ სამხედროებს სამომავლოდ წარმატება უსურვა.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული, როტაციის წესით, მე-12 ბატალიონის „ბრავო ასეულმა ჩაანაცვლა.
ყველა ახალი ამბავი
0