საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული გამოფენების მოწყობა. საგამოფენო ცენტრი Expo Georgia ყოველი წლის აპრილის ბოლოს უთმობს საკუთარ სტენდებს ქართველ თუ უცხოურ კომპანიებს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტორეპორტაჟი გამოფენიდან.
ქართულმა და უცხოურმა ტურისტულმა კომპანიებმა გამოფენაზე საკუთარი შეთავაზებები წარმოადგინეს. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, გამოფენაზე განთავსებულია საინფორმაციო სტენდები საქართველოს ყველა რეგიონის შესახებ. აქვე მოწყობილია სპეციალური კუთხე ქართული სუვენირების, სამოსის, სამკაულებისა და ჭურჭლის ოსტატებისთვის. ასვე ჩატარდა ლექციები და მასტერ-კლასები, თუ როგორ უნდა მომზადდეს ქართული კერძები, სამკაულები და თიხის ჭურჭელი. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები და კერძები, შეეძინათ სუვენირები ფასდაკლებით.