თბილისში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ტარდება ქართული და უცხოური კომპანიების მონაწილეობით. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა პროდუქციაა წარმოდგენილი გამოფენაზე.
ღონისძიების ორგანიზატორები — საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ყოველწლიური ტურისტული გამოფენის მიმართ ინტერესი იზრდება. სულ უფრო მეტი სხვადასხვა კომპანია ხსნის საკუთარ სტენდს, სულ უფრო მეტი ახალი და საინტერესო წინადადება შემოდის და მეტი დამთვალიერებელიც სტუმრობს აქაურობას.
კომპანიებისა და ფირმების პროდუქციის დათვალიერების გარდა, სტუმრებს აქ ქართული სუვენირების ყიდვა-გაყიდვაც შეუძლიათ და ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაციაც.
გამოფენაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები.
ამასთან, საქართველოს მთავრობამ გამოფენის მოწყობას იმითაც შეუწყო ხეი, რომ ამ მნიშვნელოვან ტურისტულ ფორუმზე ყველა რეგიონს საკუთარი, ცალკე სტენდი ჰქონოდა.