საქართველომ მოითხოვა 2016 წლის FACEBOOK ინფორმაცია 86 აქაუნთის შესახებ

© photo: Sputnik / Natalia Seliverstovaსოციალური ქსელი
სოციალური ქსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
FACEBOOK-ის წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, სოციალური ქსელიდან პირადი ხასიათის ინფორმაცია 2016 წელს ოთხჯერ მოითხოვა რუსეთმა, 16-ჯერ სომხეთმა, 10-ჯერ აზერბაიჯანმა, ხოლო პოლონეთმა 2000-ჯერ.

თბილისი, 30 აპრილი-Sputnik. საქართველომ 2016 წელს FACEBOOK-ს 86-ჯერ მიმართა თხოვნით მომხმარებელთა აქაუნთის მიწოდების თაობაზე, ნათქვამია სოცქსელის გამოქვეყნებულ ანგარიშში.

FACEBOOK-ი ექვს თვეში ერთხელ აქვეყნებს ინფორმაციებს მხოლოდ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ეხება სამართლებრივ საქმეებს ან აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში. სათანადო შესწავლის შემდეგ აკმაყოფილებს მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია კრიმინალურ შემთხვევებთან და ინფორმაციის გაცემა აუცილებელია საქმის გამოსაძიებლად.

თვალთვალი - Sputnik საქართველო
ფარული მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეებიც ასაჩივრებენ

FACEBOOK-ის მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოს ხელისუფლებამ მათ 30-ჯერ მიმართა თხოვნით მიეწოდებინათ ინფორმაცია მომხმარებელთა 60 აქაუნთიდან. დაკმაყოფილდა ამ მოთხოვნათა 53.33%. 

იმავე წლის ივნის-დეკემბერში იყო 15 მოთხოვნა  26 აქაუნთზე, საიდანაც დაკმაყოფილდა 86.7%. ანგარიშის თანახმად მოთხოვნებში ლიდერობენ პაკისტანი და პოლონეთი, რომლებიც წლის მანძილზე 2000-მდე მოთხოვნას აყენებენ.

რუსეთმა მათ მხოლოდ ოთხჯერ მიმართა, სომხეთმა 16-ჯერ, აზერბაიჯანმა 10-ჯერ, ხოლო თურქეთმა 1452-ჯერ.


ყველა ახალი ამბავი
0