ფარული მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეებიც ასაჩივრებენ
„ჩვენ ვასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს პირდაპირ წვდომას კომუნიკაციის სერვერებზე — როგორც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვებას, ასევე ტელეფონებზე და ინტერნეტზე განუსაზღვრელ წვდომას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არაკონსტიტუციურია და საფრთხის შემცველია“, — განუცხადა ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს" ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერმა გიორგი ბურჯანაძემ ტელეკომპანია Rustavi 2-ს.
კამპანიის ფარგლებში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მასშტაბით 300-მდე მოქალაქის სარჩელი შეგროვდა. გარდა ამისა საკონსტიტუციო სასამართლოში ფარული მოსმენების კანონებს ასაჩივრებენ „ევროპული საქართველო", „ნაციონალური მოძრაობა", „რესპუბლიკელები", „თავისუფალი დემოკარტები", სახალხო დამცველი.