თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. კომპანია „დიოს" არქიტექტორთა კლუბმა ერთი წლის იუბილე საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. სადღესასწაულო საღამოს კლუბის წევრი არქიტექტორები, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები დაესწრნენ.
კომპანია „დიომ" სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იტალიური პარტნიორი ფირმა „მოტურას" წამომადგენელი მოიწვია, რომელმაც ქართველ არქიტექტორებსა და სტუდენტებს მათი პროდუქცია და მუშაობის სპეციფიკა გააცნო და იტალიაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე ასევე საქართველოში განხორციელებული, გასული წლის პროექტების გამოფენა მოეწყო, რომლებიც კლუბის წევრმა არქიტექტორებმა კომპანია „დიოსთან“ ერთად განახორციელეს. ღონისძიების ბოლოს საზეიმო ვითარებაში სამი გამორჩეული არქიტექტორი სერტიფიკატითა და კურორტ „ნუნისის" საგზურებით დაჯილდოვდა.
„კლუბის შექმნის მიზანს კომპანია „დიოს“ ირგვლივ ყველა წამყვანი და აქტიური არქიტექტორის გაერთიანება წარმოადგენს, რათა შევძლოთ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პირველებს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების შესახებ, მოვისმინოთ მათგან რჩევები და ერთად ვიმუშაოთ საინტერესო პროექტებზე", — განაცხადა „დიოს" გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა.
კომპანია „დიოს" არქიტექტორთა კლუბში 80-მდე არიქტექტორია გაერთიანებული.