თურქული სამშენებლო კომპანია საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია NATA Holding-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და NATA Holding-ის წარმომადგენელმა საქართველოში ჯან თექინ ილდირიმერიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, ნათქვმია საპრტნიორო ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

NATA Holding-ი თურქული მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ფლობს რამდენიმე ქარხანას, სადაც სხვადასხვა სამშენებლო მასალა იწარმოება,

"თურქეთი ჩვენი მეგობარი და მთავარი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ, კიდევ უფრო მიხარია, რომ დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ NATA Holding-თან. იგი ძლიერი თურქული კომპანიაა, დიდი გამოცდილებით და მასთან თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში წარმოების სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე.

შავი ზღვის სანაპირო - ხედი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან - Sputnik საქართველო
აჭარაში ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა

მხარეები შეისწავლიან NATA Holding-ის პორტფელში შემავალ ქარხნებს და მათ საწარმოო ხაზებს, და საქართველოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ერთ-ერთი მათგანის ანალოგის საქართველოში განხორციელებაზე იმუშავებენ. NATA Holding NATA Holding-ი თურქული მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ფლობს რამდენიმე ქარხანას, სადაც სხვადასხვა სამშენებლო მასალა იწარმოება. NATA Holding-ი თურქეთის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს.

ყველა ახალი ამბავი
0