თბილისი, 19 მარტი — Sputnik. აჭარაში კერძო სექტორის მიერ 2016 წელს განხორციელებულ ინვესტიციათა მოცულობა, 2015 წელთან შედარებით, 17%-ითაა გაზრდილი და 427,9 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთო მოცულობიდან 301,7 მლნ დოლარი — ეს უცხოური ინვესტიციებია, ხოლო 126,2 მლნ დოლარი — ადგილობრივი, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მასალებში.
ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 45,5% ენერგეტიკაზე მოდის, ტურიზმზე — 31, 6%, მშენებლობაზე — 20,8%, ხოლო 2,1% — სხვა სფეროებზე.
აჭარის ფინანსებისა და ეკონომიკის სამინისტრო მანამდე იუწყებოდა, რომ რეგიონის საინვესტიციო პორტფელის ჯამური რაოდენობა 1 მლრდ 845, 1 მლნ დოლარს შეადგენს. კერძოდ, საერთო საინვესტიციო ღირებულება იმ პროექტებისა, რომლებიც 2015-2020 წლებში უნდა განხორციელდეს, 1 მლრდ 342,4 მლნ დოლარს უდრის.