საქართველოში 2016 წელს უმსხვილესი ინვესტორი აზერბაიჯანი იყო

© Sputnik / Alexander Imedashvili"პანორამა თბილისი"
პანორამა თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2016 წელს უმსხვილესი ინვესტორები გახდნენ აზერბაიჯანი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი, ყველაზე მეტი თანხა ჩადებულია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროებში.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოში ინვესტიციების ზრდა განპირობებულია ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმებით, რომლებიც დაგეგმა და განახორციელა მთავრობამ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახიძემ ბრიფინგზე.

საქართველოში 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 1,6 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებზე 5%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და მან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32% შეადგინა.

გიორგი კვირიკაშვილი და სუმა ჩაკრაბარტი - Sputnik საქართველო
2017 წელს EBRD საქართველოში 300 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს

„საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, მათ შორის საგადასახადო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, ევროპასთან უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან ერთად, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას. საქართველო განაგრძობს წინსვლას ეკონომიკური თავისუფლებისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებლებში“, — აღნიშნა ჯავახიძემ.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან ყველაზე მეტი, 645 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39%-ია.

მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი 203 მლნ დოლარით (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12%), ხოლო მესამეზე — მშენებლობა 163 მლნ  დოლარით (10%).

„იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც 2016 წელს საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა, აზერბაიჯანი ლიდერობს 578 მლნ აშშ დოლარით (მთლიანის ინვესტიციების 35%)“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 199 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა ინვესტიციები თურქეთიდან და 272 მლნ დოლარი შეადგინა (მთლიანის ინვესტიციების 16,5%). მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც 121 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა (მთლიანის ინვესტიციების 7,4%).

© Sputnik / Maria Tsimintiaახალი გადასახადები საქართველოში
ახალი გადასახადები საქართველოში - Sputnik საქართველო
ახალი გადასახადები საქართველოში

 

ყველა ახალი ამბავი
0