რა დაიბარა ასტრიდ ლინდგრენმა და ქართველი, რომელიც იტალიაში მის შთამომავალს შეხვდა

გამოწერა
ბათუმელ ინგა გოგიბერიძეს წიგნის მოყვარულები კარგად იცნობენ. ის რამდენიმე წიგნისა და 6 კრებულის – ჩანაწერები „ინგას უბნიდან“ რედაქტორ–შემდგენელია. მის მიერ დაარსებულ კლუბში „საზღაპრეთი“ 5-დან 9 წლამდე ასაკის პატარები იკრიბებიან.

ეს ქალბატონი ბათუმელ ბავშვებს წიგნის კითხვას აყვარებს და სწორედ ამ საქმიანობის გამო 2016 წელს იგი წარდგენილი იყო ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე ნომინაციით – „ქალი, რომელიც ბავშვებს წიგნებს უკითხავს”. ამასთან დაკავშირებით ქალბატონი ინგა აპრილის თვეში იტალიის ქალაქ ბოლონიაში გახლდათ მიწვეული.

© FB/ ინგა გოგიბერიძეინგა გოგიბერიძე
ინგა გოგიბერიძე - Sputnik საქართველო
ინგა გოგიბერიძე

– ქალბატონო ინგა, ბონჯორნო, კეთილი იყოს სამშობლოში თქვენი დაბრუნება, თუ შეიძლება, მოგვიყევით იტალიის ამბები.

— ბონჯორნო, ჩემო კარგო… 4 აპრილს იტალიის ქალაქ ბოლონიაში ასტრიდ ლინდგრენის სახელობის კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადება იყო და მე როგორც ნომინანტი, ანუ ერთ-ერთ წარდგენილი იქ ვიყავი მიწვეული. გამარჯვებული რომ არ ვიყავი, აქედანვე ვიცოდი. კონკურსზე უფრო საბავშვო ილუსტრაციებზე იყო გამახვილებული ყურადღება და ამიტომ მასზე გერმანელმა საბავშვო ილუსტრატორმა ვულფ ერლბრუჩმა გაიმარჯვა. ამ ადამიანს საკუთარი ილუსტრაციებით ათობით წიგნი აქვს გამოცემული და ის გერმანიასა და შვედეთში ერთ-ერთ წამყვან ილუსტრატორად ითვლება.

© FB/ ინგა გოგიბერიძეინგა გოგიბერიძე
ინგა გოგიბერიძე - Sputnik საქართველო
ინგა გოგიბერიძე

– რა შეხვედრები გქონდათ იტალიაში?

— იტალიის სხვადასხვა ქალაქში ძალიან საქმიანი და საინტერესო შეხვედრები მქონდა. ბოლონიაში – საბავშვო წიგნის ფესტივალზე, ბერგამოში – საჯარო სკოლაში, სადაც გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ წავიკითხე, შემდეგ მელი თურმანიძემ წაიკითხა მის მიერ იტალიურ ენაზე თარგმნილი ზღაპრები, ამის მერე მილანის საჯარო სკოლაშიც ვიყავი და მათაც წავუკითხე ზღაპარი. მოკლედ, ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა.

© FB/ ინგა გოგიბერიძეინგა გოგიბერიძე
ინგა გოგიბერიძე - Sputnik საქართველო
ინგა გოგიბერიძე

– ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე რამ მოახდინა?

— იტალიაში გავიგე, რომ ასტრიდ ლინდგრენმა, თურმე, ასე დაიბარა – ვინც ჩემი ხასიათის იქნება, მე მიმამსგავსებთ და ბავშვებისთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს, ეს პრემია მას მიეცითო. მე, მართალია, ეს პრემია ვერ ავიღე, მაგრამ ბოლონიაში შევხვდი ასტრიდ ლინდგრენის შვილიშვილს, რომელიც მას ძალიან ჰგავს. იგი ღიმილიანი და იუმორის გრძნობის მქონე ახალგაზრდა ყმაწვილია, მასთან ფოტოს გადაღებაც მოვახერხე.

ინგა გოგიბერიძე: იქნებ, მამების დღეც დავაარსოთ

– იტალიის შემდეგ რაიმე ახალი იდეა თუ გაგიჩნდათ ან რაიმე თუ დაგეგმეთ?

— იტალიაში ყოფნისას ბევრი საინტერესო იდეა გამიჩნდა, რასაც აქ აუცილებლად განვახორციელებ. აი, სწორედ ახლა მივდივარ ბათუმის რადიოში, სადაც მე, მელი თურმანიძე და მისი იტალიელი მეუღლე დისტანციური კითხვის ჩაწერას ვიწყებთ. წავიკითხავთ ქართულ ზღაპრებს და ქართველ მწერლებს ორ ენაზე, პირველი ვაჟა–ფშაველა იქნება. ვფიქრობთ, ეს საინტერესო იდეაა და ორი ხალხის კულტურის დაახლოებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0