საქართველომ და მოლდოვამ ტურიზმის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი

© Минэкономики Грузииსაქართველომ და მოლდოვამ ტურიზმის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველომ და მოლდოვამ ტურიზმის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და მოლდოვას მთავრობებმა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისათვის ერთობლივი კომისია შექმნეს.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომაზე, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმება კიევში, მარტში გამართულ სუამის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის შეხვედრისას მოხდა. 

ქართულ-მოლდავური ბიზნეს-ფორუმი - Sputnik საქართველო
რას სთავაზობენ საქართველოს მოლდოველი ბიზნესმენები

,,მოლდოვა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა…ჩვენ ვცდილობთ ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ძალიან სუსტია, გავაძლიეროთ. სწორედ ამიტომ დღეს, ჩვენი ქვეყნის მთავრობებს შორის ორმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. დღეს იყო დღე, როდესაც კომისია შეიქმნა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უწყებათაშორის დონეზე თუ დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, აღმოვაჩენთ იმ შესაძლებლობებს, სადაც შეგვიძლია სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

მისი სიტყვებით, პირველ სხდომაზე სოფლის მეურნეობისა და მაღალი ტექნოლოგიების დარგებში თანამშრომლობის საკითხების განხილვა მოხდა.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

,,მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობა, როგორც მოლდოვური, ისე ქართული მხარისთვის ორი ქვეყნის ურთიერთობებში დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება. მოლდოვას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის მსგავსი სახის დოკუმენტი პირველად გაფორმდა. გულწრფელად მიხარია,-‘’განაცხადა ვასილე ბიტკამ.

თბილისში ამ კვირაში ქართულ-მოლდოვური ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყნის 50-მა კომპანიამ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტექსტილისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოსა და მოლდოვას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 12,8 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. საქართველოდან ექსპორტმა 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოლდოვადან იმპორტმა — 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0