საქართველოში მამაკაცი მამის მკვლელობის გამო დააკავეს

© Sputnik / Levan Avlabreliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს, რომელმაც სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში 53 წლის მამას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პოლიციამ 31 წლის მამაკაცი მამის მკვლელობის ბრალდებით სოფელ ოფეთში დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

პოლიციის ავტომობილი თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ელექტროსადენით გაგუდა

გამოძიების მონაცემებით, ინციდენტი სახლში მოხდა. ბრალდებულმა ჩხუბში საკუთარი 53 წლის მამა ცივი იარაღით დაჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. იგი  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე ვადით.


ყველა ახალი ამბავი
0