თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. თბილისის პოლიციამ გლდანი-ნაძალადევის რაიონში შუახნის მამაკაცი ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მკვლელობა 23 აპრილს მოხდა. მასმედიის ცნობით, 42 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი, ოთხი შვილის დედა, ელექტროსადენით გაგუდა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა 1977 წელს დაბადებული ქალი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან ახლოს დააკავეს", — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით "განზრახ მკვლელობა". ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.