თბილისში მამაკაცმა საკუთარი შვილი მოკლა

© AP Photo / Eric Risbergხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისი ვაჟის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ორთაჭალაში მამაკაცმა საკუთარი შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ჩხუბის ნიადაგზე მოხდა.

112 - Sputnik საქართველო
ყაჩაღებმა მარტვილის რაიონში მოხუცი ქალბატონი მოკლეს

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. საქმე გახსნილია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალები არ ვრცელდება", — განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის „ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების“ მუხლებით. დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 2016 წელს 114 მკვლელობა მოხდა, რაც სამი შემთხვევით მეტია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0