უკრაინას ქვანახშირით ქართული კომპანია მოამარაგებს

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიდონბასის შახტა
დონბასის შახტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრიპოლსკისა და ზმიევსკის თბოელექტროსადგურებს „საქნახშირი GIG“ მოამარაგებს.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ჰოლდინგ „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის“ (GIG)  შვილობილმა კომპანია „საქნახშირმა“ ტენდერში გაიმარჯვა და უკრაინის სახელმწიფო თბოელექტროსადგურებს 700 ათასი ტონა საწვავით მოამარაგებს. 

მაღარო - Sputnik საქართველო
„საქნახშირი GIG“-ი ტყიბულის მაღაროს დაკონსერვებას გეგმავს

ქართული ქვანახშირი ტრიპოლსკისა და ზმიევსკის თბოელექტროსადგურებისთვისაა განკუთვნილი. ტენდერი სააქციონერო საზოგადოება „ცენტრენერგომ“ გამოაცხადა.

ტენდერის პირობები 2017 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრამდე  მყარი საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს, პარტიის მინიმალური მოცულობა კი 70 ათასი ტონაა. ქვანახშირს უკრაინაში ზღვის საშუალებით CIF-ის (ღირებულება, დაზღვევა, ფრახტი) პირობებით ჩაიტანენ. კონტრაქტის საერთო ღირებულება 1,8 მლრდ გრივნაა (67,8 მლნ აშშ დოლარზე მეტი).

შპს „საქნახშირი GIG", რომელიც 2006 წლის აპრილში დარეგისტრირდა, ნახშირის მოპოვებით, გამდიდრებითა და რეალიზაციით არის დაკავებული. ეს ქართულ ბაზარზე ქვანახშირის მოპოვების ერთადერთი კომპანიაა. 


ყველა ახალი ამბავი
0