ფეხბურთში საქართველოს თასის ყველა მეოთხედფინალისტი განსაზღვრულია

© Official Website of Georgian Football Federationდავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდნენ ქუთაისის „ტორპედო“, „შევარდენი 1906“, თბილისის „დინამო, „ნორჩი დინამო“, „რუსთავი“, „იმერეთი“, „დილა“ და „ჩიხურა“.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ფეხბურთში საქართველოს თასის მერვედფინალის მატჩების შედეგებით განისაზღვრა ის გუნდები, რომლებიც დავით ყიფიანის თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ–გვერდი. თამაშები 25–26 აპრილს გაიმართა.

ყველაზე საინტერესო სანახაობა გულშემატკივარმა თასის მოქმედი მფლობელის – ქუთაისის „ტორპედოსა“ და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის – „სამტრედიის“ დაპირისპირებაზე იხილა. მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით – 2:0 დასრულდა.

საფეხბურთო კლუბი კიევის „დინამო - Sputnik საქართველო
კიევის "დინამო" - ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულია

ასევე აღსანიშნავია, რომ 1/8 ფინალურ სტადიაზე ტურნირში ეროვნული პირველობის მესამე ლიგიდან ოთხი კლუბი მონაწილეობდა, საიდანაც სამი ბრძოლას გააგრძელებს. ესენია ხონის „იმერეთი“, რომელმაც „ბოლნისი“ 1:0 დაამარცხა, თბილისური „შევარდენი 1906“ – სძლია ლანჩხუთის „გურიას“ 2:0 და თბილისური „ნორჩი დინამო“, რომელმაც პენალტების სერიაში „გორი“ დაამარცხა.

საქართველოს თასის 1/8 ფინალის მატჩების შედეგები:

 „ტორპედო“ – „სამტრედია“ 2:0

„შევარდენი 1906“ – „გურია“ 2:0

„სამგურალი“ – თბილისის „დინამო“ 0:2

„გორი“ – „ნორჩი დინამო“ 0:0 (3:4 პენალტებით)

„რუსთავი“ – „ზუგდიდი“ 3:2

„იმერეთი“ – „სიონი“ 1:0

„დილა“ – „კოლხეთი“ 1:0

„გაგრა“ – „ჩიხურა“ 0:2

¼ ფინალური მატჩების კენჭისყრის თარიღისა და მათი ჩატარების დროის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.


ყველა ახალი ამბავი
0