კიევის "დინამო" - ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულია

© "Динамо" Тбилисиსაფეხბურთო კლუბი კიევის „დინამო"
საფეხბურთო კლუბი კიევის „დინამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიევის 16-წლამდელმა "დინამოელებმა" ჰოლანდიის "ალკმარს" ანგარიშით 4:2 მოუგეს და ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. კიევის 16-წლამდელთა საფეხბურთღო კლუბი "დინამო" გაიმარჯვა ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო ტურნირზე, რომელიც თბილისში დასრულდა.

უკრაინელი ფეხბურთელები ფინალში შარშანდელ გამარჯვებულს შეხვდა — ჰოლანდიურ "ალკმარს". მატჩის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ1:1, მატჩის შემდეგ პენალტებში უფრო ზუსტები კიეველები აღმოჩნდნენ (4:2).

მესამე ადგილი დაიკავა ბელგიის "გენტმა", რომელიც ისევ პენალტებში მილანის "ინტერს" ანგარიშით 5:4 მოუგეს.

ტურნირის მასპინძლები — თბილისის "დინამომ" დასკვნით შეხვედრაში ზაგრების "დინამოს" ანგარიშით 3:1 მოუგო და შემაჯამებელი ოქმის მეშვიდე პოზიციაზე განლაგდა.

ფინალის დასასრულს ინდივიდუალური პრიზები გადაეცა, მათგან უმეტესობა კიევის "დინამოს" მოთამაშეებმა მიიღეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს კიეველების თავდამსხმელი მაქსიმ ზავგოროდნი. საუკეთესო ბობმარდირი მისი გუნდელი იაროსლავ ნადოლსკი (5 გოლი) გახდა, ხოლო საუკეთესო მეკარის პრიზი ვალენტინ მორგუნმა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0