ანსამბლი „ბასიანი“ რუსეთის ქალაქებში კონცერტებს გამართავს

© Ministry of Culture of Georgiaანსამბლი "ბასიანი"
ანსამბლი ბასიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩელიაბინსკსა და ეკატერინბურგში ქართულ ფოლკლორულ სიმღერებსა და საგალობლებს მოისმენენ.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ კონცერტებით წარდგება რუსეთის ქალაქებში — ჩელიაბინსკსა და ეკატერინბურგში, ნათქვამია ანსამბლის ვებ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ჩელიაბინსკელები „ბასიანის“ სიმღერებს რკინიგზელთა კულტურის სახლში 29 აპრილს მოისმენენ. კონცერტზე გუნდი შეასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ტრადიციულ საგალობლებს.

ეკატერინბურგში „ბასიანი“ 1 მაისს ეკატერინბურგის ახალგაზრდობის სასახლის დიდ დარბაზში გამოვა.

ეკატერინბურგში ქართული გუნდი პირველად არ მღერის. მუსიკის მოყვარულებს 2016 წლის ოქტომბერში ქართული გუნდის მოსმენის საშუალება უკვე ჰქონდათ. მაშინ კონცერტმა თავბრუდამხვევი წარმატებით ჩაიარა, მაგრამ კოლექტივის გამოსვლას ყველა მსურველი ვერ დაესწრო, ამიტომ „ბასიანმა“ ეკატერინბურგში დაბრუნება გადაწყვიტა.

ანსამბლი ბასიანი - Sputnik საქართველო
ანსამბლი „ბასიანი“ აშშ-ში კონცერტებს მართავს

„ბასიანს“ ბოლო დროს შეერთებულ შტატებში წარმატებული გასტროლები ჰქონდა. მანამდე კი ცენტრალური რუსეთის ქალაქებში გამოვიდა — სურგუტში, ნიჟნევარტოვსკში, ხანტი-მანსიისკში, ეკატერინბურგსა და პერმში. „ბასიანის“ კონცერტებს 5000 რუსი მსმენელი დაესწრო.

ანსამბლი "ბასიანი" 2000 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის სოლისტების მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით დაარსდა. კოლექტივმა რამდენიმე CD-დისკი გამოუშვა, ის სასულიერო მუსიკის დიდ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გასტროლებზე დადის.

ანსამბლის რეპერტუარშია ძველი — ქართული, ბიზანტიური და სირიული ტრადიციული საგალობლები და ხალხური სიმღერები. ამჟამად „ბასიანი“ ქართული პოლიფონიური სიმღერების სრული ანთოლოგიის ჩაწერაზე მუშაობს.

„ბასიანი“ — სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის დასახელებაა, რომელიც ამჟამად თურქეთის შემადგენლობაში შედის.


ყველა ახალი ამბავი
0