Mercedes Benz Fashion Week Tbilisi 4 მაისს დაიწყება

© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEKმარიამ გვასალიას ჩვენება
მარიამ გვასალიას ჩვენება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს წამყვანი დიზაინერები 2017/2018 შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარადგენენ

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. Mercedes-Benz Fashion Week-ზე (MBFW), რომელიც თბილისში 4-8 მაისს გაიმართება, საქართველოს დიზაინერების ახალი კოლექციები წარმოდგენილი იქნება.  

Tbilisi Fashion Week - Sputnik საქართველო
Tbilisi Fashion Week - შეჯამება, ფავორიტები, ახალი სახეები

მოდური მოვლენა ქართველი დიზაინერის ავთანდილის (AVTANDIL-73) ჩვენებით გაიხსნება და  ბრენდ Bessarion-ის კოლექციის ჩვენებით დასრულდება.

MBFW Tbilisi-ში მონაწილეობას ასევე მიიღებენ წამყვანი დიზაინერები და მოდის სახლები — Alexander Aryutunov, Situationist, Aka Nanita, Anouki, Lalo, Diana Kvariani და Tamuna Ingorokva. 

თბილისში მოდის კვირეულზე მოწვეულია უცხოელი სტუმარი — ესპანელი დიზაინერი Juan Carlos Pajares.

ამ სეზონზე MBFW Tbilisi-ის ჩვენებები სხვადასხვა სივრცეებში გაიმართება, მათ შორის, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa Tbilisi), სამეფო კვარტლის თეატრში, საქართველოს მწერალთა სახლში, სასტუმრო Rooms-სა და Tbilisi Marriott-ში. 

ჩვენებების დეტალური პროგრამის, ასევე თითოეული მონაწილე- მოდელიერის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

დიზაინერის კოლექცია - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერების მაღაზიების გზამკვლევი

მოდის კვირეულის მონაწილეები აგრეთვე იქნებიან Ria Keburia, George Shaghashvili, Anuka Keburia, Keti Chkhikvadze, Lako Bukia, Chubika, Djaba Diassamidze, Simon Machabeli, ბრენდები Dalood-ი, Mach & Mach-ი და Eloshi, მოდის სახლი Material Factory და სხვები. 

მოდის კვირეულს გააშუქებენ მოდის კრიტიკოსები და მოდის სფეროს ცნობილი მსოფლიო გამოცემების წამყვანი ჟურნალისტები. მასმედიის წარმომადგენელთათვის აკრედიტაცია ხელმისაწვდომია MBFW-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Mercedes-Benz Fashion Week-იკომპანია Mercedes-Benz-ის მიერ ორგანიზებული მოდის საერთაშორისო კვირეულების სერიაა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში — მათ შორის, რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში.


ყველა ახალი ამბავი
0