საქართველოს "ინტერ რაოსთან" შეთანხმების იმედი აქვს

© Facebook / Giorgi Kvirikashviliქვესადგური "მარნეული -500"
ქვესადგური მარნეული -500 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ „ინტერ რაოსთან“ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ინვესტიციების კომპენსაციების საკითხის განხილვა არბიტრაჟამდე არ მივა.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ქართული მხარე რუსული ენერგოჰოლდინგი „ინტერ რაოს“ შვილობილ კომპანიებთან საინვესტიციო დავის საკითხზე გამართული კონსულტაციების პოზიტიური შედეგებით დასრულების იმედს გამოთქვამს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ.

რუსული ენერგოჰოლდინგი "ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა საქართველოს ხელისუფლებას ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ინვესტიციების კომპენსაციებზე საინვესტიციო დავის შესახებ წერილობით აუწყეს. 

თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია თელასი - Sputnik საქართველო
"ინტერ რაო" ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოსგან კომპენსაციას ითხოვს

„ამ ეტაპზე წერილობითი მოთხოვნებია წარმოდგენილი, რაც „ინტერ რაოს“ პოზიციებს ეფუძნება და ამ ფორმატში საკითხი მოლაპარაკებების ეტაპზეა გადასული. ახლა ჩვენ კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კონსულტაციები პოზიტიურად დასრულდება და საქმე არბიტრაჟამდე არ მივა“, — განაცხადა ხმალაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

წერილები პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების სახელზე გამოგზავნეს "ინტერ რაოს" ნიდერლანდების სტრუქტურებმა Gardabani Holdings B.V. და Silk Road Holdings B.V. 

Silk Road ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75,11%-ს ფლობს. პაკეტი საქართველოს მთავრობისგან 1998 წელს შეიძინეს. კომპანიამ Gardabani ჰესების "ხრამი-1" და "ხრამი-2" 100% 2011 წელს შეიძინა.

Gardabani-სა და Silk Road-ის წერილებში მითითებული არ არის, რა კომპენსაციის მიღებას აპირებენ, მხოლოდ იუწყებიან, რომ სურთ დავა მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს და ამასთანავე საერთაშორისო არბიტრაჟში მიმართვის უფლებას იტოვებენ.

ყველა ახალი ამბავი
0