თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში აგვისტოში გაიმართება, ბოლო საგზურები მოიპოვეს არგენტინის, ბრაზილიის, ჩილეს, ვენესუელისა და მექსიკის გუნდებმა, იუწყება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი.
არგენტინის გუნდი ჭაბუკ ხელბურთელთა პანამერიკული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და მსოფლიო პირველობაზე კვალიფიკაცია მოიპოვა. თბილისში ასევე იასპარეზებენ ნაკრებები, რომლებიც ტურნირზე პირველ ხუთეულში გავიდნენ.
სრული განთესვა ასეთია:
1 კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია
2 კალათი: დანია, ესპანეთი, ისლანდია, არგენტინა
3 კალათი: საქართველო, სერბეთი, ბრაზილია, შვედეთი
4 კალათი: პორტუგალია, რუსეთი, ბაჰრეინი, ტუნისი
5 კალათი: ეგვიპტე, იაპონია, კორეა, ჩილე
6 კალათი: ვენესუელა, ალჟირი, მექსიკა, ნორვეგია
ამგვარად, გარკვეულია ყველა 24 გუნდი, რომელიც ექვს კალათში განაწილდა. საქართველოს ნაკრები მესამე კალათში მოხვდა.
19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა 11 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება, სადაც ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) შტაბ-ბინა მდებარეობს.
საქართველომ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2013 წელს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) კონგრესზე, ბაჰრეინის დედაქალაქ დოჰაში მოიპოვა.
19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში 8-20 აგვისტოს გაიმართება.