თბილისში ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Владимир Трефилов / გადასვლა მედიაბანკშილათინო-ამერიკული ცეკვა
ლათინო-ამერიკული ცეკვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში როგორც ახალბედებისთვის, ისე პროფესიონალი მოცეკვავეებისთვის გამოჩენილი მსოფლიო ქორეოგრაფები მასტერ-კლასებს ჩაატარებენ.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისში სოციალური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი მეორედ 28 აპრილიდან 1 მაისის პერიოდში გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

International Dance Festival-ზე წარმოდგენილ ცეკვებს შორის იქნება სალსა, ბაჩატა, კიზომბა. ფესტივალის ფარგლებში როგორც ახალბედებისთვის, ისე პროფესიონალი მოცეკვავეებისთვის გამოჩენილი მსოფლიო ქორეოგრაფები მასტერ-კლასებს ჩაატარებენ.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაცია და ორგანიზაცია Salsa Caliente Tbilisi-ი.

გუნდი დირიჟორთან ერთად - Sputnik საქართველო
თბილისი საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

"სამი დღის განმავლობაში, ტრადიციულად, ცეკვების საღამოები გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ვარსკვლავების შოუ და ასევე შესაძლებელი იქნება ცნობილ მოცეკვავეებთან ცეკვა", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

თბილისს ეწვევიან ქორეოგრაფები: ჟოზე ფრანსისკო როდრიგესი (დომინიკის რესპუბლიკა/იტალია), ჯავი რაზა ნეგრა (პერუ/ესპანეთი), ედუარდო (ალბანეთი/საბერძნეთი0, დიმიტრა სტასინოპულო (საბერძნეთი), სანან გუსეინლი და ჯამილა 9აზერბაიჯანი0, მირო გაზარიანი (ინგლისი, სომხეთი), მონიკა კონდე (კოლუმბია0 და ინდრი რეისეი (კუბა).

ფესტივალზე საქართველოს სიცოალური ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექს კარო და ცეკვების ინსტრუქტორი სოფო ესიტაშვილი წარადგენენ.

სოციალური ცეკვების პირველი საერთაშორისო ფესტივალი საქართველოშ 2015 წლის 31 ივლისი — 2 აგვისტოს პერიოდში ბათუმში ჩატარდა.

სოციალური ცეკვები — ეს ცეკვის სტილის კატეგორიაა, რომელსაც არა შეჯიბრებისთვის, არამედ განტვირთვისა და პარტნიორებს შორის დადებითი ემოციების გასაზიარებლად მიმართავენ. სოციალური ცეკვების უმეტესობა წყვილებში ცეკვას გულისხმობს. სოციალურ ცეკვებს მიეკუთვნება: არგენტინული ტანგო, ბაჩატა, ბალბოა, ბუგი-ვუგი, ვალსი, ზუკი, რუენდა, რეგეტონი, სალსა, სემბა, მერენგე და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0