თბილისის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ, ღამით ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღწევდა, რამაც თბილისის აეროპორტში პრობლემები შექმნა.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, აცნობეს Sputnik-საქართველოს" აეროპორტის პრეს-სამსახურში.

გუშინ, ღამით ძლიერი ქარის გამო სტამბული-თბილისის ავიარეისი გაუქმდა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღწევდა.

ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
უამინდობა საქართველოში: 4 ათას აბონენტზე მეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

დაშვების ადგილი ძლიერი ქარის გამო შეიცვალა. ავიაკომპანიამ მგზავრების თბილისში ჩამოყვანაზე იზრუნა. ყველა სხვა რეისი გეგმის მიხედვით განხორციელდა", — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

 

საქართველოში ამინდი შაბათს საგრძნობლად გაუარესდა. სტიქიამ დააზიანა შენობები, წააქცია ხეები, დასავლეთ საქართველოში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლება ზარალს ითვლის.

ყველა ახალი ამბავი
0