უამინდობა საქართველოში: 4 ათას აბონენტზე მეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერმა ქარმა საქართველოს ბევრ რაიონში სერიოზული პრობლემები შექმნა - სახლებს სახურავი გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც დაახლოებით ოთხი ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

საქართველოში ამინდი შაბათს მკვეთრად გაუარესდა. სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ქარიშხალის გამო აფრთხილებდნენ. ქარის სიძლიერე წამში 32 მეტრს აჭარბებდა. 

ძლიერმა ქარმა ზარალი მიაყენა წალენჯიხის რაიონს. ქარმა ხუთ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.  სახურავის გარეშე დარჩა  მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერსა და ჯვარში 30-ზე მეტი სახლი. ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზარალი, თუმცა, აღდგენით სამუშაოებს ხვალ დილიდანვე დავიწყებთ, მანადე კი დღესვე მოხდება დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურავა. სოფელ ჭალეში დაზიანებულია სკოლა, ვესუბრეთ განათლების სამინისტროს და ხვალიდანვე დაიწყებენ დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციას", — განაცხადა შონიამ.

მისი სიტყვებით, თავიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 9 ათას აბონენტს. ამ ეტაპზე კი უშუქოდ 4 ათასი აბონენტია დარჩენილი და დღის ბოლომდე მათაც აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება. 

აღნიშნულ მომენტში რაიონში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც აქტიურადაა ჩართული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შექმნილია საგანგებო კომისია, რომელსაც გუბერნატორი უდგას სათავეში. შესაბამისი სამსახურები ქარის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0