ყველაზე პოპულარული ავტომობილები საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილების საცობი თბილისში
ავტომობილების საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ყველაზე პოპულარული ავტომობილებია Mercedes–ი, Opel–ი და Ford–ი.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოში ყველაზე გავრცელებულია ავტომობილია Mercedes Benz–ი, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ 2016 წლის სტატისტიკურ მონაცემებში.

შსს–ს მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში დარეგისტრირდა 161 ათას 797 Mercedes Benz–ის მარკის ავტომობილი, რაც 2015 წელთან შედარებით 10%–ით მეტია.

რუსთავის ავტობაზრობა Autopapa: საოცნებო ავტომობილის ძებნაში GEO - Sputnik საქართველო
რუსთავის ავტობაზრობა Autopapa: საოცნებო ავტომობილის ძებნაში

მეორე ადგილზეა "ოპელის" მარკის ავტომობილები. მათი რაოდენობაა 126 ათას 170, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 5%–ით მეტია.

სამეულის ბოლოსაა "ფორდი" – 92 ათას 914 ავტომ,ობილი. მათი რაოდენობა, 2015 წელთან შედარებით, 4%–ით გაიზარდა.

მათ მოსდევს BMW (60 ათას 580), Toyota (60 ათას 242), Volkswagen (54 ათას 717), Nissan (52 ათას 641), Mitsubishi (44 ათას 872), Honda (40 თას 808) და Subaru (17 ათას 574).

2016 წელს საქართველოში დარეგისტრირდა 1,2 მილიონი ავტომობილი, რაც 2015 წელთან შედარებით 8%–ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0