რუსთავის ავტობაზრობა Autopapa: საოცნებო ავტომობილის ძებნაში

გამოწერა

„Sputnik–საქართველოს“ გადამღები ჯგუფი ესტუმრა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდ ავტობაზრობას ქალაქ რუსთავთან ახლოს. იხილეთ ვიდეორეპორტაჟი, თუ რა ხდება დღეისათვის ავტობაზრობაზე მანქანების იმპორტზე აქციზის გაზრდის შემდეგ.

დღეისათვის სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდ ავტობაზრობაზე Autopapa დაახლოებით 1900 სხვადასხვა ფირმისა და წლების გამოშვების ავტომობილია წარმოდგენილი. თუმცა 22 ჰექტრის მქონე ტერიტორია დაახლოებით 9 ათას მანქანას იტევს პარკინგის ჩათვლით.

"აქ, რუსთავის ავტობაზრობაზე ყველას აქვს შესაძლებლობა თავისი მანქანა გაყიდოს. ჩვენთან მანქანებს ყიდიან დილერები, კომპანიები, კერძო პირები, რომელთაც საკუთარი ავტომობილები აქვთ და აქ ჩამოდიან ბაზრობაზე. არავის ვუკრძალავთ აქ თავისი მანქანის გაყიდვას", — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას  რუსთავის ავტობაზრობის Autopapa-ს დირექტორის მოადგილემ გოგა ჭკადუამ.

ბაზრობაზე მინიმალური ფასები 1500 დოლარიდან იწყება. გასაყიდად გამოყვანილი ყველაზე ძვირფასი მანქანა ამ დროისათვის არის Porsche Panamera, რომლის ფასიც 60 ათასი დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0