თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და ავტობუსი შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოტოციკლისტი გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.