შს მინისტრის ყოფილი მოადგილე პატიმრობაში რჩება

© Pixabay / WilliamChoმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შსს-ს სამი მაღალჩინოსანი პატიმრობაში დატოვა.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დატოვა ძალაში შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ლევან ქარდავას და მისი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი და ისინი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

საქმე ეხება ფარულ აუდიოჩანაწერებს და კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას რამდენიმე დღით გაუჩინარებას 2012 წლის სექტემბერში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხიზანიშვილი, ქარდავა და ლელუაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

მოქალაქეები - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები საქართველოში

ლელუაშვილი სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემების უკანონოდ გამოყენებაში ჯგუფურად წინასწარი შეთანხმებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამისთვის მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

2009 წელს, ვასილ ლელუაშვილმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა ისეთი კომპიუტერული პროგრამის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, მათ შორის, კომპიუტერთან ახლოს გამართული საუბრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე.

კუდ-ის თანამშრომლებმა ლელუაშვილის დავალება შეასრულეს და 2011 წელს შექმნეს ასეთი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერული, ე.წ. „ვირუსული“ პროგრამა და განახორციელეს სხვადასხვა პირების კომპიუტერებში შეღწევა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება. 

2012 წლის 27 სექტემბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრ ბესო სურმავაზე განახორციელა უკანონო ზეწოლა. 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო - Sputnik საქართველო
სტრასბურგში მერაბიშვილის საქმეზე ზეპირი მოსმენა დასრულდა

კერძოდ, სურმავა დაიყოლიეს ვიდეოკამერის წინ ეთქვა მათ მიერ წინასწარ შედგენილი ტექსტი, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დავალებით ის ფარულად იწერდა მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციური ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნების“ წევრების საუბრებს. სინამდვილეში, ამგვარი ჩანაწერების მოპოვებას ვასილ ლელუაშვილის მითითებით, არასანქცირებულად და ფარულად ახდენდნენ შსს-ს თანამშრომლები. 

ამისთვის, შოთა ხიზანიშვილმა უკანონოდ განკარგა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული თანხა, 150 000 ევროს ოდენობით. 

ამის შემდეგ, 2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს შსს-ს თანამშრომლებმა ეს ჩანაწერები ბესო სურმავას სახელით საჯაროდ გაავრცელეს YouTube-ის მეშვეობით. 

ვასი ლელუაშვილისა და ლევან ქარდავას წინააღმდეგ ეს პირველი სისხლის სამართლის საქმე არ არის. ქარდავას მისჯილი აქვს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ხოლო ლელუაშვილი ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული საქმის ფიგურანტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0