როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმოქალაქეები
მოქალაქეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ ექვემდებარება სხვა თანამდებობის პირებსა და სახელმწიფო ორგანოებს.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობას მათი პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებები გააცნეს, რაც ესოდენ აქტუალურია არჩევნების წინ, როდესაც ხშირად ტარდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები.

ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ მათთან ხშირად მიდიან სხვადასხვა პირები და  ცდილობენ დაადგინონ მათი ტელეფონის ნომრები, ასაკი, სთხოვენ ხელი მოაწერონ რაღაც საბუთებს და უპასუხონ შეკითხვაზე, ვის აძლევენ ხმას არჩევნებში.

საქართველოს ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო ამომრჩეველთა სიის გასწორებას ასრულებს

„თქვენ არ ხართ ვალდებული გასცეთ მონაცემები და არავის აქვს უფლება გაიძულოთ მათი გამჟღავნება. თქვენი არჩევანია, მიაწვდით თუ არა ვინმეს თქვენ შესახებ ინფორმაციას და რა მოცულობით“, — ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფიციალურ ვებგვერდზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს მოსახლეობას ურჩევს, რომ ინფორმაციის გაცემამდე გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

• მოითხოვოს განმარტება, ვინ და რა მიზნით აგროვებს მის მონაცემებს და რისთვის აპირებს მომავალში მათ გამოყენებას;

• თუ დოკუმენტზე ხელმოწერას გთხოვენ, თქვენ გაქვთ უფლება გაეცნოთ სრული ტექსტს და შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება;

• თქვენ გაქვთ უფლება არ გაამჟღავნოთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მონაცემები მათთან შეთანხმების გარეშე.

და რაც მთავარია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხაზგასმით აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ მიაჩნიათ, რომ ვინმეს მათი მონაცემების უკანონოდ გამოყენება შეუძლია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ინსპექტორის სამსახურს:

მისამართი: თბილისი ვაჩნაძის ქუჩა №7

ტელ: 2 42 1000

ელ-ფოსტა office@pdp.ge

შეგახსენებთ: პერსონალურ მონაცემთა დაცვის პირველი ინსპექტორი თამარ ქალდანი გახლავთ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2013 წელს დაინიშნა. სწორედ მის უფლება-მოვალეობებში შედის იმის კონტროლი, რომ პერსონალური მონაცემები უცხოთა ხელში არ მოხვდეს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ ექვემდებარება სხვა თანამდებობის პირებსა და სახელმწიფო ორგანოებს.

ყველა ახალი ამბავი
0