თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა დღის ბოლომდე შეუძლიათ, აღნიშნულია ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. ამომრჩევლის რაოდენობაა 3,4 მლნ ადამიანი. არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია და 6 ბლოკი.
ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების შემოწმება შესაძლებელია ცესკოს ვებგვერდზე ან სწრაფი გადახდის აპარატებით. თუ ამომრჩეველი სიაში არ არის, მას შეუძლია ცესკოს დაუკავშირდეს ტელეფონის შემდეგ ნომერზე +995 32 251-00-51.
ამომრჩევლების რეგისტრაცია უცხოეთში (42 ქვეყანაში) 17 სექტემბერს დასრულდა. ამიტომ ის მოქალაქეები, რომლებიც არჩევნების დროს უცხოეთში იქნებიან და რეგისტრაცია ვერ მოასწრეს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.
ამომრჩეველთა საბოლოო სია ცნობილი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე იქნება ცნობილი.