შსს და ცესკო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებაზე იზრუნებენ

© FB / МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი და თამარ ჟვანია
გიორგი მღებრიშვილი და თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად შსს-სა და ცესკოს თანამშრომლები აქტიურად ითანამშრომლებენ.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებას ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ.

ურთიერთგაგების მემორანდუმს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მოაწერეს ხელი. დოკუმენტმა არჩევნების ჩატარება უსაფრთხო, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში უნდა უზრუნველყოს.

„ამ მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენ კიდევ ერთხელ ვთანხმდებით, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენი საერთო მიზნისთვის — ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისათვის“, — განაცხადა მღებრიშვილმა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ ენმ ბინძურ პროვოკაციებში დაადანაშაულა

შს მინისტრი დარწმუნებულია, რომ კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება არსებითი საფუძველი მშვიდობიანი, გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო გარემოს შექმნისათვის.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორივე უწყების თანამშრომელთა სისტემატურ შეხვედრებს, ასევე ტრენინგების ჩატარებას პოლიციელებისა და ცესკოს თანამშრომლებისთვის.

„ჩვენი მიზანია, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე მისულ თითოეულ ამომრჩეველს დახვდეს პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნები, სადაც თითოეულ მათგანს თავისუფალ გარემოში შეეძლება თავისი მოქალაქეობრივი ვალის შესრულება“, — აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

მხარეებმა მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) რეკომენდაციით გააფორმეს.

გასულ კვირაში შს მინისტრის ბრძანებით პოლიციელთა სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერი პროვოკაციული ინციდენტის აღმოფხვრაზე იმუშავებენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0