საქართველოში სასაზღვრო ავიაციის დღე აღნიშნეს

© FB / МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის მფრინავების პროფესიონალიზმს, რომლებიც შაბათს სასაზღვრო ავიაციის დღეს აღნიშნავენ.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარ სამმართველოში ავიაციის დღე აღნიშნეს, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს დღესასწაული მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეთ თქვენი პროფესიონალიზმი და თავდადება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანების დასახმარებლად ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საგანგებო სიტუაციებში, ხშირად — ურთულეს ვითარებაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, თქვენ არაერთხელ გადაგირჩენიათ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენს ქვეყანაში მყოფი ტურისტები“, — განაცხადა მღებრიშვილმა საზეიმო ცერემონიაზე. 

დავით ნიკოლაიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლაიშვილი გახდა

ამასთან ერთად მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრის გაძლიერება მისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„ქვეყანა საზღვრით იწყება და ამ მიმართულებით ჩვენ სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მტკიცედ დაცული საზღვარი და მოდერნიზებული სასაზღვრო პუნქტები, ხოლო მესაზღვრეებს — სათანადო პირობები თავისი პროფესიული მოვალეობების ღირსეულად შესრულებისთვის“, — განაცხადა მღებრიშვილმა.

სასაზღვრო ავიაციის დღე საქართველოში 1999 წლიდან აღინიშნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0