საქართველოს პრემიერმა ირანში შეხვედრები გამართა

© FB / Георгий Квирикашвилиირანის პირველი ვიცე–პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ირანის პირველი ვიცე–პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ირანში ვიზიტის მსვლელობისას ირანელი ინვესტორები ქვეყანაში მოიწვია.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ორდღიანი ვიზიტი ირანში ქვეყნის პირველ ვიცე–პრემიერ ესჰაყ ჯაჰანგირთან შეხვედრით დაიწყო, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებ–გვერდზე განცხადებაში.

კვირიკაშვილი ირანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შემდეგ რამდენიმე დღეში გაემგზავრა. სამშაბათს თბილისში ქართულ–ირანული ბიზნეს–ფორუმი გაიმართა, სადაც შეთანხმდნენ სავაჭრო–ეკონომიკური, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის და ინფრასტრუქტურული პროექტების გაღრმავებაში. ირანი ასევე დაინტერესებულია საქართველოს გავლით ევროპაში საქონლის ტრანზიტის შესაძლებლობით.

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ირანის პირველი ვიცე–პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ირანის პირველი ვიცე–პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ირანის პირველი ვიცე–პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი

კვირიკაშვილისა და ჯაჰანგირის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ირანის ვიცე–პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს.

კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და აღნიშნა, რომ ქვეყანა ირანელ ინვესტორებს ელოდება.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, განათლებისა და ინოვაციების სფეროებში.

საქართველოს პრემიერის ირანში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობის შესახებ რიგ დოკუმენტებზე ხელმოწერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის.

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილისა და ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრა ირანში გაფართოებულ ფორმატში
გიორგი კვირიკაშვილისა და ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრა ირანში გაფართოებულ ფორმატში - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილისა და ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრა ირანში გაფართოებულ ფორმატში

ირანისა და საქართველოს დელეგაციების წარმომადგენლებს შორის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში.. განხილვის ძირითადი თემები იყო სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების, მათ შორის სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის განვითარება, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და საბანკო სფეროებში თანამშრომლობა.

ირანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ელექტროენერგიის გაცვლისა და ირანული ბუნებრივი აირის საქართველოსთვის მოწოდების კუთხით.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებას და შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ირანის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის შემდეგი შეხვედრა 2017 წლის ზაფხულში საქართველოში გაიმართება.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას ფიტოსანიტარიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე კულტურის, მეცნიერების, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებებით.

შეხვედრის შედეგებით ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, გარემოს დავის სამინისტროებს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ. ასევე გაფორმდა რიგი ხელშეკრულებები საქართველოსა და ირანის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის.

ყველა ახალი ამბავი
0