კავკასიის მუსლიმთა ლიდერი: აზერბაჯანელებს უყვართ საქართველო

© FB / Парламент Грузии შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე და ირაკლი კობახიძე
შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე და ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელებს ძალიან უყვართ ეს ქვეყანა.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვედრის მთავარი თემა საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობები იყო.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე საქართველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის მოსანახულებლად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე აზერბაიჯანულ თემთან შეხვედრას აპირებს.  

შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშა-ზადე - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერმა მოინახულა

მარგველაშვილთან შეხვედრაზე ალაჰშუქურმა ის პროექტები განიხილა, რომლებიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის ხორციელდება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია აზერბაიჯანული მოსახლეობის მეტი ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ, ულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში.

საქართველოში არის რიგი პროგრამები, რომელიც ქვემო ქართლში კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელების ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ არის მიმართული. რეგიონის მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ უმაღლესი განათლება სპეციალური პროგრამით, რომელიც ქართული ენის გაძლიერებულ შესწავლას ითვალისწინებს. 

© facebook.com/Margvelashviliკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

კავკასიის მუსლიმთა ლიდერს ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირკლი კობახიძეს. ალაჰშუქურ ფაშაზადემ აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის როლი ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების თანამშრომლობის გაღრმავებაში. მან განაცხადა, რომ საქართველოში ოჯახთან ერთად იმყოფება და ოჯახთან ერთად მხოლოდ იმ ქვეყნებში ჩადის, რომლებსაც მეგობრულ ქვეყნებად მიიჩნევს, აღნიშნულია ირაკლი კობახიძის Facebook–გვერდზე.

 „აზერბაიჯანელებს ძალიან უყვართ საქართველო და უსურვებენ ყველაფერს საუკეთესოს“, – განაცხადა შეიხ-ულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადემ.

გამოწვევებზე საუბრისას კავკასიის მუსლიმთა ლიდერმა განაცხადა, რომ კონფლიქტები საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით უნდა მოგვარდეს. მისი თქმით, საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს რადიკალიზმისა და ტერორიზმის საკითხებზე მსჯელობას. 

კობახიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ირაკლი კობახიძემ კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა პირადი წვლილისთვის მშვიდობის ხელშეწყობაში.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო-ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც ბაქოშია განთავსებული. სამმართველო 1944 წლის 14 აპრილს დაარსდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0