უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

© photo: Sputnik / Виктор Толочко / გადასვლა მედიაბანკშიპაველ კლიმკინი
პაველ კლიმკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი თბილისში საქართველოს პირველ პირებს შეხვდება და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩავა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

უკრაინის პირველი დიპლომატი საქართველოში ვიზიტს 17-18 მარტს გეგმავდა, თუმცა ვიზიტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადეს.

"დაგეგმილია ბატონ კლიმკინის შეხვედრები ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან", — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და ვიქტორ ორბანი - Sputnik საქართველო
საქართველოს და უნგრეთის პრემიერებმა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს

მისი თქმით, უკრაინელი დიპლომატი შაბათს დილით ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ხურვალეთში გაემგზავრება, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. კლიმკინი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნობა.

2017 წელს საქართველო და უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.

2015 წლიდან საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განელება შეიმჩნეოდა. როგორც კვირიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, უკრაინასთან ასეთი ურთიერთობები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0